ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ლეონარდო სპინაცოლა
Aa
Aa

ოფიციალურად - სპინაცოლა ნაპოლის ფეხბურთელია

ანტონიო კონტემ დაცვის გაძლიერება დაიწყო. ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა, რომ ლეონარდო სპინაცოლა ნაპოლის შეუერთდებოდა.

დღეს კი ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. 31 წლის იტალიელი პარტენოპეის ფეხბურთელია.

სპინაცოლამ ნაპოლისთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი წლიური ანაზღაურება 1.8 მილიონი ევრო იქნება. აღსანიშნავია, რომ რომაში მისი ხელფასი 3 მილიონი ევრო იყო.

შეგახსენებთ, რომ სულ მალე ნაპოლის მადრიდის რეალის აღზრდილი ფეხბურთელი რაფა მარინი შეუერთდება, რომელიც ამპლუით ასევე მცველი გახლავთ.

სპინაცოლას ტრანსფერი ხვიჩა კვარაცხელიასთვის სასარგებლო იქნება. მოგეხსენებათ, კვარა მარცხენა ფლანგის შემტევია და ასეთ ფეხბურთელს კარგი „ფულბექი“ სჭირდება, რომელიც შეტევაში დაეხმარება. სპინაცოლა კი იდეალური ვარიანტია.

მსგავსი სიახლეები