დინამო ბათუმი, იბერია 1999, დინამო თბილისი, ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპი | როგორია ქართული კლუბების შანსები

„დინამო ბათუმი“, „დინამო თბილისი“ „იბერია 1999“ და „ტორპედო“ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპებზე მოსახვედრად ბრძოლას იწყებენ. „დინამო ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს, „დინამო თბილისი“, „იბერია 1999“ და „ტორპედო“ - კონფერენს ლიგაზე.

სტატისტიკურმა პლატფორმამ, Football Meets Data-მ სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა და დაასახელა რომელ კლუბს რა შანსი აქვს, რომ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს. Football Meets Data-ს აზრით, „დინამო ბათუმის“ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი 0.1 პროცენტია, ევროპა ლიგაზე - 2 პროცენტი, კონფერენს ლიგაზე - 23 პროცენტი.

სტატისტიკური პლატფორმის მიხედვით, „იბერია 1999“ ერთადერთი ქართული კლუბია, რომლის ჯგუფში შესვლის შანსი პრაქტიკულად ნულია. „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისის“ შანსები კი თითო-თითო პროცენტით ფასდება.

ცნობისთვის, „დინამო ბათუმის“ პირველი მეტოქე „ლუდოგორეცი“ გახლავთ. „იბერია 1999“ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე რაუნდიდან ჩაერთვება და „პარტიზანისა“ და „მარსაშლოკის“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, „ტორპედოს“ კი „ტირანას“ ხვდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბოლო საათებში რომა გააქტიურდა | მიქაუტაძისთვის ბრძოლაში ორი ფავორიტია
ბოლო საათებში რომა გააქტიურდა | მიქაუტაძისთვის ბრძოლაში ორი ფავორიტია