„შოტლანდიასთან მატჩისთვის მზად იქნება“ - ანჩელოტიმ ნეიმარზე ილაპარაკა
„შოტლანდიასთან მატჩისთვის მზად იქნება“ - ანჩელოტიმ ნეიმარზე ილაპარაკა
ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი იმედოვნებს, რომ გუნდის თავდამსხმელი ნეიმარი 2026 წლის მუნდიალზე ითამაშებს.
34 წლის ფორვარდს გუნდში ჯგუფური ეტაპის მატჩებში მაროკოსა (1:1) და ჰაიტის (3:0) წინააღმდეგ არ უთამაშია. ის წვივის კუნთის ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს განაგრძობს.
„შაბათს ნეიმარი ინდივიდუალურ ვარჯიშს ჩაატარებს. ორშაბათს ის გუნდთან ერთად ივარჯიშებს და შოტლანდიის წინააღმდეგ მატჩისთვის მზად იქნება“, — განაცხადა ანჩელოტიმ ჰაიტისთან თამაშის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიისა და შოტლანდიის მატჩი 25 ივნისს გაიმართება.