ლიონელ მესი, ხულიან ალვარესი
Aa
Aa

ალვარესისა და მესის გოლებით | არგენტინამ კანადა დაამარცხა და კოპას ფინალშია

2024 წლის კოპა ამერიკის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, არგენტინის ნაკრები ნახევარფინალში კანადას დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

„ალბისელესტემ“ მატჩში ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა. როდრიგო დე პაულის გადაცემით ხულიან ალვარესი ხელსაყრელ მდგომარეობაში დარჩა და კანადელთა კარი აიღო. ლიონელ სკალონის ბიჭებმა მეორე ნახევარში კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. 51-ე წუთზე, თავი ლიონელ მესიმ გამოიჩინა და მიმდინარე კოპა ამერიკაზე პირველი ბურთი შეაგდო.

„ის, რაც არგენტინის ნაკრებმა გააკეთა და რის გაკეთებასაც განაგრძობს, არარეალურია. შთამბეჭდავია, რომ ნაკრები და მისი ძველი გვარდია მორიგ ფინალში გავიდა. მით უმეტეს, რომ კოპა ამერიკის მიმდინარე გათამაშება ძალიან რთულია, რადგან დიდ კონკურენციასთან, ცუდ მოედნებთან და ანომალიურად მაღალ ტემპერატურასთან გვიწევს გამკლავება“, - განაცხადა „ლა პულგამ“, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მესიმ ისტორიული შედეგიც გაიფორმა და ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით, ალი დაეის გადაუსწრო.

ცნობისთვის, „ალბისელესტე“ ფინალში ურუგვაისა და კოლუმბიის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალი 11 ივლისს, თბილისის დროით, 04:00-ზე დაიწყება.

გეტყვით იმასაც, რომ ნახევარფინალის წინ, ცნობილმა რეპერმა, Drake-მა კანადის გამარჯვებაზე ფსონის სახით, 300 000 აშშ დოლარი განათავსა. „ალბისელესტეს“ ტრიუმფის შემდეგ, არგენტინის ნაკრებმა სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც Drake-ს უპასუხა. Not Like Us - ასეთია წარწერა „ალბისელესტეს“ ფოტოზე და როგორც იცით, ზუსტად იგივე სახელი აქვს კენდრიკ ლამარის სინგლს, რომელშიც მან Drake-ი მიწასთან გაასწორა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კასანო: იტალიაში გვძინავს, კვარას ტრანსფერი სასიამოვნო გამონაკლისია
კასანო: იტალიაში გვძინავს, კვარას ტრანსფერი სასიამოვნო გამონაკლისია