ლუის დე ლა ფუენტე
Aa
Aa

დე ლა ფუენტე: “ჩემპიონობის დაუოკებელი წყურვილი გვაქვს“

ევრო 2024-ის ნახევარფინალში ესპანეთმა საფრანგეთი 2:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ფურია როხას მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ კომენტარი გააკეტა.

დე ლა ფუენტე:

„ლამინ იამალი აკეთებს ისეთ რაღაცებს, რაც მიგვანიშნებს, რომ ის ამ სპორტში დიდებული იქნება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას, მიწაზე დავტოვოთ და საუკეთესოდ განვავითაროთ. ახლა ყველაფერი სიმშვიდეზეა დამოკიდებული. ძველ რომში, როდესაც კეისარზე საუბრობდნენ, ამბობდნენ: „გახსოვდეს, რომ ის მოკვდავია!“

ამ ფეხბურთელების მიმართ რწმენა უნდა შევინარჩუნო. ისინი საერთო საქმისთვის საუკეთესოდ მუშაობენ. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ესპანეთის ნაკრებს ჩემპიონობის დაუოკებელი წყურვილი აქვს. ვამაყობ, რომ ამ ფეხბურთელების ხელმძღვანელობა შემიძლია.“

ცნობისთვის, ფურია როხა ფინალში ინგლისსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 10 ივლისს, თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იამალი: “ზუსტად იქ წავიდა ბურთი, სადაც დავუმიზნე“
იამალი: “ზუსტად იქ წავიდა ბურთი, სადაც დავუმიზნე“