მესი: "ისინი დაიღალნენ ერთი და იგივე სახეების ყურებითა და მუდმივი იმედგაცრუებებით"
„ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების ათიანმა ლეო მესიმ, TyC Sports-თან ინტერვიუში მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატსა და „ალბისელესტეს“ შანსებზე ისაუბრა.
“ბევრი გვიყურებს და ელოდება, თუ როდის წავალთ ნაკრებიდან, რადგან ჩვენს თაობას დიდი ხანია არაფერი მოუგია. ისინი დაიღალნენ ერთი და იგივე სახეების ყურებითა და მუდმივი იმედგაცრუებებით. თუ, 2018 წლის მუნდიალზე წარმატებას ვერ მივაღწევთ, მაშინ ნაკრებიდან უნდა წავიდეთ. წაგების შემთხვევაში ჩვენთვის ნაკრებში გაჩერება ძალიან რთული და მტკივნეული იქნება. საკავალიფიკაციო ეტაპი საკმაოდ რთული გამოდგა, თუმცა კარგი მატჩებიც გვქონდა. მაგრამ ფაქტი ის გახლავთ, რომ თუ რუსეთის მუნდიალზე წარმატებაზე ფიქრი გვინდა, ჩვენი თამაშის ხარისხი უნდა გამოვასწოროთ. ამ წუთისთვის ბრაზილიას, გერმანიას, საფრანგეთსა და ესპანეთს ჩვენზე ძლიერი ნაკრებები ჰყავთ“.
შეგახსენებთ, რომ არგენტინამ სამხრეთ ამერიკის საკვალიფიკაციო ეტაპი მე-3 პოზიციაზე დაასრულა. ხორხე სამპაოლის ნაკრები მუნდიალზე ჯგუფში ხორვატიის, ისლანდიისა და ნიგერიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.