თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია, ოლიმპია მილანო
Aa
Aa

იტალიაში დარჩება? შენგელიას მოქმედი ჩემპიონი ეპატიჟება

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ თორნიკე შენგელიას გადაბირება მადრიდის რეალს და პანათინაიკოსს სურდათ.

ქართველ კალათბურთელს ვირტუს ბოლონიასთან კონტრაქტი მიმდინარე წელს ეწურება და განახლებას არ აპირებს.

დღეს კი იტალიური მედია ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ შესაძლოა საქართველოს ნაკრების კაპიტანი იტალიაში დარჩეს და ქვეყნის ჩემპიონს ოლიმპია მილანოს შეუერთდეს.

შეგახსენებთ, რომ შენგელიას კონტრაქტი ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მას ხელშეკრულების გახანგრძლივება შეუძლია, მაგრამ, თუ შეთანხმება შედგება თორნიკემ წელიწადში 2 მილიონი ევრო უნდა მიიღოს. ეს თანხა კი ბოლონიას არ აწყობს.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება და ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები