საქართველოს ქალთა კალათბურთის ნაკრები
Aa
Aa

საქართველოს კალათბურთის ქალთა ნაკრები კვიპროსთან დამარცხდა

27-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს კალათბურთს ქალთა ნაკრები ჰყავს, რომელიც ახლა FIBA-ს პირველ ოფიციალურ ტურნირზე ასპარეზობს.

ქართველი გოგოები ევროპის ჩემპიონატზე პატარა ქვეყნებს შორის იღებენ მონაწილეობას. სულ 8 გუნდი ასპარეზობს.

ნუგზარ ჭეიშვილი გაწვრთნილი გოგოები პირველ ტურში კვიპროსს დაუპირისპირდნენ და სამწუხაროდ 57:89 განადგურდნენ.

აღსანიშნავია, რომ პირველი ორი მეოთხედის განმავლობაში საქართველო თავის მოწინააღმდეგეს თანაბრად ეთამაშებოდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი გაუარესდა.

პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, საქართველო 39:34 იგებდა, თუმცა მესამე მეოთხედი კვიპროსმა 35:8 მოიგო და გამარჯვებას საფუძველი სწორედ ამ პერიოდში ჩაუყარა. უკანასკნელ მეოთხედშიც კვიპროსი აქტიურობდა და საბოლოოდ დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ცნობისთვის, საქართველოს მხრიდან ყველაზე გამორჩეული თამარ პაპუაშვილი იყო, რომელმაც არასრულ 36 წუთში 19 ქულას და 5 მოხსნას მოუყარა თავი.

ასევე გამორჩეული იყო ანა ქავთარაძე, რომელმაც 30 წუთში 15 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. ეკატერინე წივწივაძემ 33 წუთში 10 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ცნობისთვის, საქართველოს ქალთა კალათბურთის ნაკრებს ჯგუფში მალტასთან და კოსოვოსთან მოუწევს თამაში. ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები