რუი მოტა
Aa
Aa

„საქართველო უსიამოვნო მეტოქეა“ | რა თქვა გორის დილას ყოფილმა თავკაცმა

გორის „დილას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რუი მოტამ პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩზე ისაუბრა. მოტა პორტუგალიელი სპეციალისტია და RTP-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ვილი სანიოლის გუნდის ძლიერი მხარეები დაასახელა.

„კონკურენტუნარიანობა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა აჩვენა, სიახლე არაა. საქართველო არის გუნდი, რომელიც დაცვაში ზონებს კარგად კეტავს, ტექნიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და მის წინააღმდეგაც თამაში ნებისმიერი მეტოქისთვის გამაღიზიანებელია. ქართველები მოედანზე თავდაუზოგავად მუშაობენ და საქართველო უსიამოვნო მოწინააღმდეგეა.

საქართველოს ნაკრებში თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებიც კონტრშეტევებზე ძალიან კარგად გადადიან. ვილი სანიოლს ძლიერი ინდივიდუალისტებიც ჰყავს, რომლებსაც განსხვავების შექმნა შეუძლიათ და მაგალითად შეგვიძლია ხვიჩა კვარაცხელია ან გიორგი ჩაკვეტაძე მოვიყვანოთ. თუ ქართველ ფეხბურთელებს სივრცე მიეცი, მათ სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლიათ, თუმცა, პორტუგალიას ბევრად ღრმა შემადგენლობა ჰყავს. სასტარტო თერთმეტეულში სათადარიგო სკამის ფეხბურთელებიც რომ გამოვიდნენ, სელესაო მაინც ფავორიტი იქნება“.

ცნობისთვის, პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 26 ივნისს, თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება. პორტუგალიურ პრესაში იწერება, რომ გუნდის თავკაცი, რობერტო მარტინესი ძირითად შემადგენლობაში ცვლილებებს განახორციელებს, რადგან „სელესაოს“ პირველი ადგილი განაღდებული აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუჩანო სპალეტი: რწმენა ბოლო წამამდე, ეს არის ფეხბურთი
ლუჩანო სპალეტი: რწმენა ბოლო წამამდე, ეს არის ფეხბურთი