გადარჩა - ბარნაბას ვარგას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში უნგრეთი შოტლანდიას დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჩობოტმა გაიტანა. უნგრეთმა ამ გამარჯვებით ჯგუფიდან გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.
მატჩის მიმდინარეობისას, არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. ბარნაბას ვარგა მოწინააღმდეგე გუნდის მეკარეს დაეჯახა, გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სულ ცოტა ხნის წინ, უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციამ გვამცნო, რომ ვარგას მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და შტუტგარტის კლინიკაში სარეაბილიტაციო კურსს გადის. ჯერჯერობით უცნობია შეძლებს, თუ არა ევრო 2024-ზე დაბრუნებას.
ჩობოტის გოლი