გურამ კაშია, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

კაშია თურქეთთან მატჩზე: „გუნდში და გულშემატკივრებში გიჟური ენერგიაა“

ევროპის ჩემპიონატზე, თურქეთის ნაკრებთან მატჩამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

გურამ კაშია:

როცა ევროპის ჩემპიონატზე გავედით, საოცარი შეგრძნება იყო, ამაყი ვიყავი ჩემი ნაკრებით და ჩემი ქვეყნით. ეს კარიერის ყველაზე გამორცეული მომენტი იყო.

როცა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დავიწყეთ, ვთქვით, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ ის ზეიმი და კარგი მომენტები, რაც გვქონდა და უნდა მოვემზადოთ ახალი ისტორიის დასაწერად. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაში დაიმსახურა.

ჩვენს გულშემატკივრებს ფეხბურთის ენერგია აქვთ, რაც გიჟური ენერგიაა. ერთმა გულშემატკივარმა საერთოდ აქამდე სკუტერით 4 ათასი კილომეტრი გაიარა, რათა ჩვენთან ყოფილიყო. მათი ეს ენერგია ჩვენთვის დიდი მუხტია.

ჩემმა ბევრმა მეგობარმა თანხა დაზოგა, რათა ფრენის ბილეთები ეყიდათ და საქართველოს ნაკრების თამაშებს დასწრებოდნენ. ასე უყვართ ჩვენს ქვეყანაში ხალხს ფეხბურთი. ჩვენ ფეხბურთელები და გულშემატკივრები ერთად ვეცდებით, რომ სათანადოდ წარმოვაჩინოთ თავი ევროპის ჩემპიონატზე.

საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების დაპირისპირება ხვალ, საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები