კრაიოვას შეთავაზება გაუკეთეს | რუმინეთის ჩემპიონს მექვაბიშვილის გაყიდვა არ უნდა
რუმინულ პრესაში ანზორ მექვაბიშვილის მომავალთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა. „კრაიოვას“ ქართველ ფეხბურთელს მსურველები ჰყავს, მაგრამ კლუბის პრეზიდენტს, მიჰაი როტარუს მისი გაყიდვა არ სურს.
რუმინული გამოცემის, iAM Sport-ის ცნობით, „კრაიოვამ“ მექვაბიშვილის თაობაზე კონკრეტული შეთავაზება მიიღო, მაგრამ უარი განაცხადა. ამ მომენტისთვის უცნობია, რუმინულ კლუბს წინადადება რომელმა გუნდმა გაუკეთა, მაგრამ „კრაიოვა“ ერთ-ერთი ლიდერის გაშვებას არ აპირებს.
iAM Sport-ის მიხედვით, როტარუს მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა და საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე შემადგენლობის ცვლილებები არ იგეგმება. „კრაიოვას“ პრეზიდენტი ფეხბურთელების სანაცვლოდ ძალიან დიდ თანხას ითხოვს, რათა დაინტერესებული კლუბები დააფრთხოს.
ცნობისთვის, „კრაიოვა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იმყოფება და მისი მეტოქე ბულგარეთის ჩემპიონი, „ლევსკია“. მექვაბიშვილი და კომპანია პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავენ და ბარიერის დაძლევის შემთხვევაში „ომონიასა“ და „კაირათის“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.