ხეტაფე, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

იჯარა თუ სრულფასოვანი ტრანსფერი? - A Bola ხეტაფესა და ქოჩორაშვილზე წერს

ლა ლიგის წარმომადგენელი „ხეტაფე“ გიორგი ქოჩორაშვილის გადაბირებით არის დაინტერესებული, ლისაბონის „სპორტინგი“ კი ახალ სეზონში ქართველი ფეხბურთელის ადგილს გუნდში ვერ ხედავს. ამის შესახებ ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა A Bola იტყობინება.

მისი ინფორმაციით, მადრიდულ კლუბს ქართველი საყრდენი ნახევარმცველის იჯარით დამატება სურს, „ლომები“ კი მის გაყიდვას ცდილობენ, რათა ერთი წლის წინ „ლევანტესთვის“ გადახდილი 5.5 მილიონი ევრო აინაზღაურონ.

ამ მხრივ, მოლაპარაკებებში კიდევ რამდენიმე დეტალია შესათანხმებელი. არაა გამორიცხული, რომ საბოლოოდ მხარეები შეჯერდნენ იჯარაზე, გამოსყიდვის უფლებით, რაც მადრიდულ კლუბს ლა ლიგაში მოქმედი მკაცრი ფინანსური რეგულაციების პირობებში ტრანსფერს გაუმარტივებდა.

შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილმა შარშან „ლევანტე“ დატოვა და „სპორტინგში“ გადავიდა, სადაც 26 მატჩის ჩატარების მიუხედავად გუნდში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და მისმა მონაგარმა სეზონის განმავლობაში მხოლოდ 1 საგოლე პასი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევადიაკოსი გუგეშაშვილით დაინტერესდა - რას გადაწყვეტს ქართველი მეკარე
ლევადიაკოსი გუგეშაშვილით დაინტერესდა - რას გადაწყვეტს ქართველი მეკარე