დონეცკის შახტარი, გიორგი გოჩოლეიშვილი, პანათინაიკოსი
Aa
Aa

ინტერესი რეალურია - გოჩოლეიშვილი შესაძლოა, საბერძნეთში გადავიდეს

საქართველოს ნაკრების მცველმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა კარიერა შესაძლოა, საბერძნეთის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბ „პანათინაიკოსში“ გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი, რუდი გალეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ბერძნებმა დონეცკის „შახტარის“ ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებები დაიწყეს და შესაძლოა, უახლოეს დღეებში ოფიციალური შეთავაზებაც გააკეთონ. ასევე, როგორც გალეტი წერს, გოჩოლეიშვილის დამატებით „პანათინაიკოსის“ გარდა, ევროპის რამდენიმე გუნდი არის დაინტერესებული.

View this post on Instagram

A post shared by Rudy Galetti (@rudygaletti)

შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილმა 2025/26 წლების სეზონი იჯარის წესით „ჰამბურგში“ გაატარა და გერმანიის ბუნდესლიგაში ჩატარებულ 24 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. მანამდე, 25 წლის მცველი „კოპენჰაგენისა“ და „იბერია 1999“-ის ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეკარეებით კმაყოფილი ვარ“ - ირაოლამ მამარდაშვილსა და ალისონზე ისაუბრა
„მეკარეებით კმაყოფილი ვარ“ - ირაოლამ მამარდაშვილსა და ალისონზე ისაუბრა