გიორგი გულიაშვილი, რასინგი
Aa
Aa

კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა - როდის დაბრუნდება გულიაშვილი

საქართველოს ნაკრების შემტევის, გიორგი გულიაშვილის „რასინგი“ ლა ლიგის ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს, თუმცა ქართველი ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშს ამ დრომდე ვერ ახერხებს.

სანტანდერელებმა გუშინ საწვრთნელ ბაზაზე მორიგი ვარჯიში ჩაატარეს, რომელშიც გიორგი გულიაშვილს მონაწილეობა კიდევ არ მიუღია. ესპანური მედიის ინფორმაციით, 23 წლის შემტევმა ფიტნესდარბაზში, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა. ჯერჯერობით, უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება გულიაშვილი სრულფასოვან სავარჯიშო პროცესს, თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს უახლოეს პერიოდში, კერძოდ კი აგვისტოში მოხდება. ასევე, არსებობს ვარაუდი, რომ ქართველი ფეხბურთელი ლა ლიგის პირველი ტურის შეხვედრას გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილმა ტრავმა 16 მაისს, „რეალ ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ მიიღო. ქართველ ფეხბურთელს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და მას შემდეგ, სარეაბილიტაციო კურსს გადის. 

„რასინგი“ ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპს 7 აგვისტოს დაასრულებს, მანამდე კი 6 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. გულიაშვილის გუნდი ლა ლიგის ახალ სეზონს 16 აგვისტოს, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალის“ წონააღმდეგ მატჩით დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2 გაუქმებული გოლი - იბერია 1999 სლოვანთან დამარცხდა
2 გაუქმებული გოლი - იბერია 1999 სლოვანთან დამარცხდა