ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

ჯუღელის წნეხი ლაურენტისზე - კვარას კონტრაქტზე შეთანხმებას ჯერ ვერ აღწევენ

Il Mattino-ს ცნობით, „ნაპოლი’’ და ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენელი შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკება ახალ კონტრაქტზე ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ განახლდება, მას შემდეგ რაც ქართველი ფეხბურთელი ევრო 2024-ზე თამაშს დაასრულებს.

ამ ეტაპზე კვარაცხელიას წარმომადგენლის მიერ მოთხოვნილ და „ნაპოლის’’ მიერ შეთავაზებულ წლიურ ხელფასს შორის სხვაობა ერთი მილიონი ევროა. ამის მიუხედავად „პარტენოპეიში’’ მოლაპარაკების შემდგომ ეტაპს ოპტიმისტურად უყურებენ.

„ნაპოლი'' ხვიჩას წლიური ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს სთავაზობს, თუმცა ხვიჩას მხარეს ხელფასის 6 მილიონამდე გაზრდა სურს. მამუკა ჯუღელი „ნაპოლის'' პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისზე წნეხისთვის ორ ფაქტორს იყენებს: პსჟ მზადაა ქართველის სანაცვლოდ ასტრონომიული თანხა გადაიხადოს. ასევე, გასული სეზონი „ნაპოლისთვის’’ წარუმატებელი იყო, თუმცა ამის მიუხედავად ქართველმა ფეხბურთელმა სეზონი კარგი სტატისტიკით დაასრულა. შესაძლოა, მესამე ფაქტორიც გაჩნდეს, ევრო 2024-ზე კვარას კარგი თამაშის შემთხვევაში მამუკა ჯუღელს ლაურენტისზე ზეწოლის განხორციელების უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება. 

ევრო 2024-ზე ხვიჩას კარგ თამაშს ბევრი ელის, ახლახან Four Four Two-ს ექსპერტმა ჯეიმს ენდრიუმ განაცხადა, რომ ტურნირის სიურპრიზი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდება: „საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სანაკრებო სცენაზე წარდგება. მან ნაპოლის ჩემპიონობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და გასულ სეზონში, კლუბის წარუმატებელი ასპარეზობის მიუხედავად, 11 გოლი მაინც გაიტანა''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები