საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

ბელგიასთან ბრწყინვალე იყო, ჩვენთან არ უთამაშია | ტრაგედია მონტენეგროს ნაკრებში

მონტენეგროს საფეხბურთო სამყარო საშინელმა ამბავმა შეძრა. რამდენიმე წუთის წინ, „მილუოლმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ 26 წლის მონტენეგროელი მეკარე, მატია შარკიჩი ადგილობრივი დროით დაახლოებით 06:30-ზე, გარდაცვლილი იპოვეს.

ინგლისური კლუბის მიხედვით, ტრაგედია დღეს დილით მოხდა. შარკიჩი ქალაქ ბუდვაში იმყოფებოდა, შეუძლოდ შეიქმნა და მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. „მილუოლმა“ მის ოჯახსა და საყვარელ ადამიანებს სამძიმარი გამოუცხადა.

„მშვიდად განისვენე მატია! რა საშინელებაა დილით გაღვიძება და იმის გაგება, რომ ჩვენი მეკარე, მატია შარკიჩი 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. გამანადგურებელი ამბავი მისი მეგობრებისთვის, საყვარელი ადამიანებისთვის და მილუოლთან დაკავშირებული ყველა პირისთვის. ერთხელ ლომი, ყოველთვის ლომი“, - წერს ინგლისური კლუბი.

როგორც მოგეხსენებათ, ევრო 2024-ის დაწყებამდე, მონტენეგრომ ამხანაგური მატჩები გამართა და ბელგიასა და საქართველოს დაუპირისპირდა. „წითელ ეშმაკებთან“ შარკიჩმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. მან საკუთარი გუნდი აშკარა გოლს რამდენჯერმე გადაარჩინა და 8 სეივი ჰქონდა. ჩვენთან შარკიჩს არ უთამაშია და მონტენეგროს კარს მილან მიატოვიჩი იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფურცელზე ფავორიტი თურქეთია, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება“ | ბუდუ პირველ მატჩზე
„ფურცელზე ფავორიტი თურქეთია, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება“ | ბუდუ პირველ მატჩზე