ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

„ფურცელზე ფავორიტი თურქეთია, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება“ | ბუდუ პირველ მატჩზე

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ Milliyet-ს ინტერვიუ მისცა და თურქეთთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. „ჯვაროსნების“ თავდამსხმელი რთულ მატჩს ელოდება და აცხადებს, რომ ფურცელზე ფავორიტი თურქეთია, თუმცა, ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

„ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჩვენთვის ახდენილი ოცნებაა. როცა ბავშვი ხარ, ოცნებობ, რომ ეროვნული გუნდის მაისურით, ასეთ დიდ ტურნირებზე ითამაშო და ამაყნი და ბედნიერნი ვართ, რომ ეს გამოგვივიდა. წნეხს ვერ ვგრძნობთ. პირველი მატჩია და ჩვენგან რაღაც გრანდიოზულს არ ელოდებიან, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ და მოედანზე მაქსიმუმს გავიღებთ.

ფეხბურთი არის სპორტი, რომელშიც წარსული წარსულში რჩება. წინ უნდა გაიხედო და ჩვენც ამას ვაკეთებთ. უფრო მეტი გვინდა და ჩვენი ქვეყნისთვის უფრო დიდი წარმატების მოტანა გვსურს. თურქეთი ძლიერი გუნდია, რომელსაც ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ჯგუფურ ეტაპზე, მათ მიერ გამართულ შეხვედრებს ვუყურეთ და ვიცით, რომ რთული მატჩი გველოდება, თუმცა, მზად ვართ.

ფურცელზე ფავორიტი თურქეთია, მაგრამ მოედანზე ვნახავთ, რა მოხდება. ფეხბურთში სულერთია, ფურცელზე ფავორიტი ვინაა. ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ და იმედია, მიზანს მივაღწევთ“.

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 18 ივნისს გაიმართება და „სიგნალ იდუნა პარკზე“ თბილისის დროით, 20:00-დან დაიწყება.

ფოტო: nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორი დინამოს არსებობას არ გამოვრიცხავ - ჟორდანია დანებებას არ აპირებს
ორი დინამოს არსებობას არ გამოვრიცხავ - ჟორდანია დანებებას არ აპირებს