რომან ფიფია, მერაბ ჟორდანია
Aa
Aa

ორი დინამოს არსებობას არ გამოვრიცხავ - ჟორდანია დანებებას არ აპირებს

უკვე წლებია „დინამო თბილისის“ ყოფილ და ახლანდელ პრეზიდენტებს, მერაბ ჟორდანიასა და რომან ფიფიას შორის საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტის თაობაზე დავა მიმდინარეობს და საქმე სასამართლომდეც არის მისული. ფიფიამ არაერთხელ გაავრცელა განცხადება, რომ 2011 წელს, მასსა და მის წინამორბედს შორის გარიგება კანონიერად შედგა, თუმცა ჟორდანია სხვაგვარად ფიქრობს და ამის შესახებ „პირველი არხი სპორტთან“ ინტერვიუში ისაუბრა

რას ამბობს ჟორდანია

რაც ახლა თბილისის „დინამოში“ ხდება, ვერ შეადარებ იმ სიტუაციას, რაც ჩემი პრეზიდენტობის დროს იყო. ამას ვინმეს შეურაცხყოფისთვის არ ვამბობ, მაგრამ ჩემი მეგობრის შვილები აპირებენ ის ძველი „დინამო“ აღადგინონ. შესაძლოა, მათ და რომან ფიფიას შორის დაპირისპირება არც მოხდეს, რადგან ეს უკანასკნელი ამბობს, რომ მისი გუნდი ძველი „დინამო არ არის, ანუ ჩვენი სამართალმემკვიდრე არაა. აქედან გამომდინარე სადავოც არაფერია და ჩემი მეგობრის შვილები თბილისის „დინამოს“ აღადგენენ. იქნება თუ არა ორი „დინამოს“ არსებობა კურიოზი? იქნება, მაგრამ ამას ვერავინ გაექცევა. კარგად გაიხსენეთ რამდენიმე წლის წინ მომხდარი „სტიაუას“ პრეცედენტი და მიხვდებით, რომ წარმოუდგენელი არაფერია. ბაზა ვის დარჩება? ეს სასამართლოს განხილვის თემა იქნება“.

მერაბ ჟორდანია „დინამო თბილისს“ 1992-1998 წლებში ხელმძღვანელობდა, ასევე იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში არნემის „ვიტესსაც“ ედგა სათავეში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
15 მწვრთნელი 13 წელიწადში - ფიფია ისევ ძიებაშია
15 მწვრთნელი 13 წელიწადში - ფიფია ისევ ძიებაშია