კრიშტიანუ რონალდუ, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

სირბილზე უარს ამბობდა - რონალდუ-ტენ ჰაგის კონფლიქტის დეტალები

კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნების შემდეგ გატარებული ორწლიანი პერიოდი, სტატისტიკურ მონაცემებს თუ მივიღებთ მხედველობაში (54 მატჩი, 27 გოლი), არასახარბიელო ნამდვილად არ იყო, მაგრამ პორტუგალიელმა „ოლდ ტრაფორიდან“ აბარგება მაინც გადაწყვიტა და ამის მიზეზი კლუბის მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგთან კონფლიქტი იყო.

ავტორიტეტული ინგლისური გამოცემა The Athletic ორი წლის განვითარებულ მოვლენებს ახლა მიუბრუნდა და დეტალები გაასაჯაროვა. როგორც გაირკვა, საწვრთნელი პროცესის დროს, რონალდუ ტენ ჰაგის მითითებებს სპეციალურად არ ასრულებდა, უარს ამბობდა მიეღო მონაწილეობა იმ პრესინგში, რასაც ნიდერლანდელი სპეციალისტი ფეხბურთელებს ვარჯიშების დროს ამუშავებინებდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კონფლიქტი, რომელიც საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ კრიშტიანუმ იუნაიტედი დატოვა და კარიერა საუდის არაბეთის ჩემპიონატში განაგრძო.

კრიშტიანუ რონალდუმ გასულ სეზონში „ალ ნასრის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე გამართულ 45 შეხვედრაში თავი 44 გოლითა და 13 საგოლე გადაცემით გამოიჩინა და საუდის არაბეთის ჩემპიონატის ბომბარდირი გატანილი გოლების რეკორდული რაოდენობით გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ატირებული რონალდუ - ალ ნასრიმ ფინალში წააგო
ატირებული რონალდუ - ალ ნასრიმ ფინალში წააგო