ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

Gazzetta: კონტემ კვარას დაურეკა და დარჩენაში დაარწმუნა

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, „ნაპოლის’’ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელიას დაურეკა, ესაუბრა და „ნაპოლიში’’ დარჩენაში დაარწმუნა. კონტე კვარას უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად მიიჩნევს და იტალიელ სპეციალისტთან საუბრის შემდეგ ხვიჩა საკუთარ მომავალს კვლავ „პარტენოპეიში’’ ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ პსჟ კვარასთვის საინტერესო პროექტი იყო, გადაწყვეტილების მიღებისას კონტეს ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა.

La Repubblica-ს ინფორმაციით, კონტემ კვარას გადაწყვეტილებაზე ფუნდამენტური გავლენა მოახდინა. გარდა ამისა, „ნაპოლის’’ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ კვარას აგენტთან, მამუკა ჯუღელთან მოლაპარაკება განაახლა, რომლის მიხედვით კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა ჩაიწერება. ამ ეტაპზე გამოსასყიდი თანხის ოდენობა უცნობია. RAI-ს ინფორმაციით, ახალი კონტრაქტის მიხედვით ხვიჩა ბონუსების სახით 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მამუკა ჯუღელი ბოლო დღეებში პსჟ-ს ესაუბრა და ხვიჩას პირადი კონტრაქტი შეუთანხმა - 5-წლიანი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ფეხბურთელი წლიურად 7,5 მილიონს მიიღებდა („ნაპოლიში'' 1.5-ს იღებს), მაგრამ „პარტენოპეი'' ფეხბურთელს არ უშვებს. თუ კვარა „ნაპოლისთან'' ახალ კონტრაქტს გააფორმებს, ნეაპოლში მინიმუმ ერთი სეზონი დარჩება.

პსჟ-ს გარდა ხვიჩას დამატების დიდი სურვილი „ბარსელონას'' ჰქონდა, თუმცა კატალონიურ კლუბს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობები არ აღმოაჩნდა და ეს ტრანსფერი გამოირიცხა. სავარაუდოდ, ხვიჩას გადასვლა პარიზულ კლუბშიც არ გამოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები