საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

CIES-ის რეიტინგი ევრო 2024-ზე | საქართველო ყველაზე სუსტი გუნდია

CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა. რეიტინგის შესადგენად სპეციალური ინდექსი იქნა გამოყენებული, რომელიც ნაკრებების კონკურენტუნარიანობასა და ფეხბურთელთა მიერ ნათამაშებ წუთებსა და მატჩების დონეს უკავშირდება.

CIES-ის მიხედვით, ევროპის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი გერმანიაა, რომელიც ტურნირის მასპინძელია. მეორე პოზიციაზე ესპანეთი იმყოფება. „ფურია როხას“, საფრანგეთი (მესამე) და ინგლისი (მეოთხე) მოჰყვებიან, ხოლო ხუთეულს პორტუგალია ასრულებს.

CIES-ის რეიტინგში, საქართველოს ბოლო ადგილი უკავია და ყველაზე სუსტ გუნდადაა დასახელებული. F ჯგუფში, ჩვენი მეტოქეები, ჩეხეთი და თურქეთი ერთმანეთთან ახლოს არიან. ჩეხეთი მე-15 პოზიციას იკავებს, ხოლო თურქეთი მე-16 გახლავთ.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები გერმანიის ქალაქ ველბერტში იმყოფება, სადაც ტურნირამდე მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ნაწილს გადის. „ჯვაროსნები" ევრო 2024-ის გახსნით მატჩს 18 ივნისს, თურქეთთან გამართავენ.

ფოტო: nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„სასიამოვნო ჟესტი პატარა ფანის მიმართ“ - ნეაპოლური მედია ხვიჩას საქციელს ეხმაურება
„სასიამოვნო ჟესტი პატარა ფანის მიმართ“ - ნეაპოლური მედია ხვიჩას საქციელს ეხმაურება