რომელუ ლუკაკუ, ანტონიო კონტე, აურელიო დე ლაურენტისი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ნაპოლი ჩელსის ლუკაკუზე ვერ შეუთანხმდა

საკლუბო სეზონის მიმდინარეობის დროს ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ ივნისის დასაწყისშივე „ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმენს სარფიან ფასად გაასხვისებდა და მის ნაცვლად რომელუ ლუკაკუს დაიმატებდა. თუმცა, ნეაპოლელებმა ჯერჯერობით ვერც ბელგიელი ფორვარდი შეიძინეს და არც ნიგერიელი არ წასულა არსად, რის გამოც გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე უკვე ძალიან ნერვიულობს.

ლუკაკუს სატრანსფერო უფლებები „ჩელსის“ ეკუთვნის და ნეაპოლელების პირველი წინადადება ლონდონელებისთვის იმდენად დამამცირებელი იყო, რომ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. „არისტოკრატებს“ თავის დროზე 115 მილიონ ევროდ დამატებული ფორვარდი ახლა 45 მილიონად ჰყავთ შეფასებული, აურელიო დე ლაურენტისის წინადადება კი ასეთი გახლდათ - 15 მილიონი და პლუს 3 მილიონი ბონუსებით, რაზეც ბუნებრივია ინგლისელებმა კატეგორიული უარი განაცხადეს. ლუკაკუს „ნაპოლიში“ გადასვლის ერთადერთი გზა არსებობს - ის ოსიმენის ტრანსფერში უნდა ჩართონ, თუმცა დე ლაურენტისს იმდენად სურს საუკეთესო ბომბარდირის სარფიან ფასად გაყიდვა, რომ მთლიანი ფულის, ანუ 130 მილიონის აღებას გეგმავს.

31 წლის ბელგიელი ფორვარდი გასულ სეზონში იჯარის წესით „რომაში“ ასპარეზობდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 47 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ოსიმენს, 25 წლის აფრიკელის ანგარიშზე იტალიის პირველობის გასულ სეზონში 15 ბურთია და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ორ ფეხბურთელს, ლაუტარო მარტინესს (24) და დუშან ვლაჰოვიჩს (16) ჩამორჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიეზა-კვარას დუეტი? ნაპოლის იუვენტუსის თანხმობის იმედი აქვს
კიეზა-კვარას დუეტი? ნაპოლის იუვენტუსის თანხმობის იმედი აქვს