ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

„თუ კონტე დაინიშნება, ეჭვი მეპარება, რომ კვარამ ეს შეძლოს“ - ცნობილი ექსპერტი ხვიჩაზე

იტალიაში ცნობილმა საფეხბურთო ექსპერტმა და სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბიო კარესამ „ნაპოლიში“ ანტონიო კონტეს დანიშვნის შემდეგ, გუნდის შესაძლო სათამაშო სქემაზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.

რას ამბობს კარესა:

„კონტეს დანიშვნის შემთხვევაში ვვარაუდობ, რომ „ნაპოლი“ სამმცველიან სქემაზე გადავა. ის მწვრთნელები, რომლებთანაც დე ლაურენტისი მოლაპარაკებებს აწარმოებს, სწორედ ასეთი სისტემით თამაშობენ. ვფიქრობ, კონტეს, ან გასპერინის მოსვლის შემთხვევაში, მესამე ცენტრალური მცველის ფუნქციას დი ლორენცო შეითავსებს. ყოველი შემთხვევისთვის, შესაძლოა, ეს საჭიროების შემთხვევაშიც მოხდეს. რაჰმანი სასტარტოში ყოფნის ერთ-ერთი კანდიდატია, მაგრამ ერთი მცველის ყიდვა საჭირო იქნება“.

„ვინგბექი? კვარაცხელიას მთელ ფლანგს ვერ ჩააბარებ, რადგან დაცვაში თამაშით ვერ გამოირჩევა. ეჭვი მეპარება, რომ ამ მოვალეობას თავს გაართმევს. თუ 3-4-3 წყობით ითამაშებ, ფლანგზე ისეთი ფეხბურთელი დაგჭირდება, რომელსაც დაცვაშიც და შეტევაშიც თანაბარი სარგებლის მოტანა შეუძლია. ვფიქრობ, კვარაცხელიას ყველაზე კარგად 3-5-2 წყობაში გამოიყენებენ“.

ცნობისთვის, ბოლო საათების განმავლობაში იტალიურ პრესაში აქტიურად იწერება, რომ აურელიო დე ლაურენტისმა ანტონიო კონტესთან შეთანხმებას მიაღწია და დიდი შანსია, რომ იტალიელი სპეციალისტის დანიშვნის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია „ნაპოლიმ“ მომდევნო კვირის სამშაბათს გაავრცელოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები