ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ბუდუ ზივზივაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალი ისტორია დავწეროთ

პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა.

„ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ დიდი თავდაჯერება შეგვმატა. კარგად უნდა მეთამაშა, რომ სანიოლისგან მიწვევა მიმეღო. დარწმუნებული ვარ, ასე იყო ყველა ფეხბურთელი და სეზონის ბოლო პერიოდი ყველამ ბრწყინვალედ ჩაატარა.

პირველად თურქეთთან ვითამაშებთ დორტმუნდში, სადაც ბევრი თურქია და ეს მათთვის, პრაქტიკულად, საშინაო მატჩი იქნება. თუმცა, ჩვენც ბევრ გულშემატკივარს ველოდებით. ეს ძლიერი ნაკრებია. ვფიქრობ, ისეთივე კონცენტრირებული თუ ვიქნებით როგორც საბერძნეთთან, დადებითი შედეგის მიღწევა შეგვიძლია. ფეხბურთელები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალი ისტორია დავწეროთ.

ჩვენი მეტოქეები უფრო გამოცდილები არიან, მაგრამ ეს გამართლება არ იქნება. გვაქვს ის პოტენციალი და ამბიცია, რომ ჯგუფიდან გავიდეთ. ნაკრებში მაღალი დონის, გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგი სინთეზია. ბოლო წლების პროგრესიც ამის დამსახურებაა. ევრო 2024-ის შემდეგ კიდევ უფრო გამოცდილები გავხდებით. საქართველოს გერმანიაში ბევრი უგულშემატკივრებს. კარლსრუეს ფანებმა მითხრეს, რომ რომელიმე თამაშს დაესწრებიან და გვიქომაგებენ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. 22 ივნისს ჩეხეთს შევხვდებით, 26 ივნისს კი პორტუგალიას.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მინიმუმ 7 მილიონს მოითხოვენ - ბორდო ზურიკოს გაუშვებს
მინიმუმ 7 მილიონს მოითხოვენ - ბორდო ზურიკოს გაუშვებს