მანჩესტერ იუნაიტედი, პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

“ჩემი გეგმა კარგი არ იყო“ - პეპმა იუნაიტედთან მარცხი ახსნა

FA Cup-ის ფინალში მანჩესტერული დერბი გაიმართა, რომელიც იუნაიტედმა მძიმე ბრძოლაში 2:1 მოიგო. მატჩის დასრულების შემდეგ, „ქალაქელების“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა პეპმა?

„ვფიქრობ, ჩემი გეგმა კარგი არ იყო. მეორე ტაიმი გაცილებით უკეთესად ჩავატარეთ. ბევრად ინტენსიურები ვიყავით, რადგან 0:2-ს ვაგებდით და დასაკარგი არაფერი გვქონდა.

რთული მატჩი იყო. პირველი გოლი გავუშვით და მეორე გოლის დროს კარგი გადასვლა გააკეთეს, თუმცა ამის საშუალება ჩვენ მივეცით. შეიძლებოდა ამ გოლისგან თავი აგვერიდებინა.

მეორე ტაიმში ბევრი კარგი შანსი გვქონდა და დამერწმუნეთ ეს იოლი არ იყო, რადგან იუნაიტედი თავს ძალიან კარგად იცავდა. სამწუხაროდ ერთი გოლი გავიტანეთ და წავაგეთ.“

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტიმ მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგა მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის რეალთან დამარცხდა.

პეპ გუარდიოლას გუნდს შესანიშნავი შანსი ჰქონდა ზედიზედ მეორე სეზონში ტრიპლეტი შეესრულებინა, თუმცა ამის შესაძლებლობა რეალმა და იუნაიტედმა არ მისცეს.

ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, „ქალაქელებმა“ ახალი ისტორია დაწერეს და პრემიერ ლიგა ზედიზედ ოთხჯერ მოიგეს. ასეთი რამ აქამდე არავის გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლაუტარო: “ჰოლანდის და მბაპეს დონეზე შემიძლია ვიყო“
ლაუტარო: “ჰოლანდის და მბაპეს დონეზე შემიძლია ვიყო“