გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მეცის მეტოქე გაირკვა | ვის შეხვდება მიქაუტაძის გუნდი ლიგა 1-ის საგზურისთვის

გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის სეზონი მე-16 ადგილზე დაასრულა და უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად პლეიაუტში ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელის გუნდის მეტოქის ვინაობა ცნობილია და „მეცი“ „სენტ-ეტიენს“ დაუპირისპირდება.

„სენტ-ეტიენმა“ „მეცთან“ თამაშის უფლება „როდეზის“ დამარცხებით მოიპოვა. „მწვანეები“ ინიციატივას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ, ბევრი მომენტი ჰქონდათ და მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს. შეხვედრაში ანგარიში 64-ე წუთზე, ირვინ კარდონამ გახსნა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-6 წუთზე კი ნათანაელ მბუკუ გამოირჩა და „სენტ-ეტიენმა“ 2:0 მოიგო.

„სენტ-ეტიენმა“ ლიგა 2-ის სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა და 65 ქულა დააგროვა. „მწვანეები“ „მეცთან“ პირველ შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავენ და მატჩი 30 მაისს, თბილისის დროით, 10:30-ზე დაიწყება. განმეორებით დაპირისპირებაში „მეცი“ მასპინძელი იქნება და ლიგა 1-ის საგზურის მფლობელის ვინაობა 2 ივნისს, თბილისის დროით 19:00-ზე გასამართ შეხვედრაში გაირკვევა

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი საქართველოსთან გველოდება“ | ვინჩენცო მონტელა ევრო 2024-ზე
„ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი საქართველოსთან გველოდება“ | ვინჩენცო მონტელა ევრო 2024-ზე