ლაუტარო მარტინესი, სიმონე ინძაგი, ალესანდრო ბასტონი, ჰაკან ჩალჰანოღლუ, დუშან ვლაჰოვიჩი, მიკელე დი გრეგორიო
Aa
Aa

სერია A-ს სეზონის ჯილდოები - ლაუტარო მარტინესი საუკეთესოა

ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, იტალიის სერია A-ში სეზონის ლაურეატები ყველა ნომინაციაში გამოავლინეს. მთავარი ჯილდო წლის MVP, რომლის მფლობელიც შარშან ხვიჩა კვარაცხელია გახდა, ამჯერად წილად ლაუტარო მარტინესს ხვდა. 26 წლის არგენტინელი ფორვარდი ნერიაძურის 3-წლიანი პაუზის შემდეგ, სკუდეტოს მეოცედ მოგებაში დაეხმარა. ის ბომბარდირთა დავას 24 გოლით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ დუშან ვლაჰოვიჩს 8 ბურთით უსწრებს.

როგორც მოსალოდნელი იყო „ინტერის“ წარმომადგენლების დომინაციით ჩაიარა სხვა ნომინაციებმაც.  წლის საუკეთესო მწვრთნელად  სიმონე ინძაგი აღიარეს, რომელმაც კონკურენტებს სოლიდური უპირატესობით აჯობა და ჯილდო სრულიად დამსახურებულად მოიპოვა, რადგან სამწვრთნელო კარიერაში ქვეყნის ჩემპიონის ტიტული სადებიუტოდ მოიგო. აქამდე მის კოლექციაში „ლაციოში“ მუშაობისას ორი იტალიის სუპერთასი და ერთი კოპა იტალია, ნერიაძურიში დანიშვნის შემდეგ კი ორი კოპა იტალია და სამი იტალიის სუპერთასი იყო. რაც შეეხება სხვა „ინტერელებს“, შავ-ლურჯების ფეხბურთელები, ალესანდრო ბასტონი და ჰაკან ჩალჰანოღლუ სერია A-ს შესაბამისად, საუკეთესო მცველი და საუკეთესო ნახევარმცველი გახდნენ.

მხოლოდ სამი ნომინაცია იყო ისეთი, სადაც სხვა კლუბის წარმომადგენლები გამოარჩიეს. საუკეთესო მეკარისთვის დაწესებული პრიზი „მონცას“ გოლკიპერმა მიკელე დი გრეგორიომ მიიღო. წლის ფორვარდად „იუვენტუსის“ სერბი ლეგიონერი დუშან ვლაჰოვიჩი დასახელდა, საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშისთვის დაწესებული ჯილდოს მფლობელი კი „ბოლონიას“ 23 წლის ნიდერლანდელი ფორვარდი ჯოშუა ზირკზე გახდა, რომლის ანგარიშზეც 11 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეზონის გუნდში მოხვდა | როგორია კვარაცხელიას სპეციალური ქარდი
სეზონის გუნდში მოხვდა | როგორია კვარაცხელიას სპეციალური ქარდი