გიორგი შერმადინი, ბრუნო ფიტიპალდო
Aa
Aa

გამორჩეული მომენტი | ბარსასთან მატჩამდე შერმადინი დააჯილდოვეს

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში „ლენოვო ტენერიფე“ – „ბარსელონას“ მატჩის დაწყების წინ გიორგი შერმადინი დააჯილდოვეს. ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში 35 წლის ქართველმა მესამე ადგილი დაიკავა და სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. სამახსოვრო პრიზი შერმადინმა ოჯახის წევრებთან ერთად სწორედ ამ მიღწევებისთვის მიიღო.

დაძაბულ შეხვედრაში კანარის კუნძულების კლუბი კატალონიელებთან 5-ქულიანი სხვაობით, 92-97 დამარცხდა და მეტოქე სერიაში 2-0 დაწინაურდა. შერმადინის არყოფნაში „ლენოვო ტენერიფეს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 32 წლის ურუგვაელი ბრუნო ფიტიპალდო იყო, რომლის ანგარიშზეც 20 ქულასთან ერთად, 7 შედეგიანი გადაცემაა. შეხვედრის MVP კი 24 ქულით, 4 მოხსნითა და 2 პასით, „ბარსელონას“ ჩეხი ლეგიონერი ტომაშ სატორანსკი გახდა.

35 წლის ქართველი კალათბურთელი თანაგუნდელებს სეზონის დარჩენილ ნაწილში ნეკნის ტრავმის გამო ვერ ეხმარება, რაც გუნდისთვის უდიდესი დანაკლისია. მან 32 შეხვედრაში იასპარეზა და საშუალოდ 12 ქულას, 5.2 მოხსნასა და 1.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეხუთედ - შერმადინი ACB ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
ზედიზედ მეხუთედ - შერმადინი ACB ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა