ილია თოფურია, შონ ომალი
Aa
Aa

„ძალიან გავბრაზდები ეს რომ მოხდეს“ | ომალიმ თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ ილია თოფურიაზე ისაუბრა. „შუგამ“ განაცხადა, რომ ძალიან გაბრაზდება თუ ღონისძიების, რომლის ფარგლებშიც მისი ჩხუბი ჩაინიშნება, მთავარი მოვლენა „ელ მატადორის“ ბრძოლა იქნება.

„იმედი მაქვს, რომ UFC 299-ის მსგავს ქარდს ჩანიშნავენ და მთავარი მოვლენა ჩემი ჩხუბი იქნება. Pay Per View გაყიდვების ბონუსის მიღება მინდა. თუ ასე არ მოხდება და მთავარი მოვლენის მონაწილე ილია თოფურია იქნება, გავბრაზდები, რადგან ეს ბიჭი ძალიან დაბალია.

ჩემზე მაღალი რომ იყოს, პრობლემა არ მექნებოდა, მაგრამ სიმაღლეში 164 სანტიმეტრია (ილიას სიმაღლე 1.7 მეტრია) და ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობას ვიღებ, მისი ჩხუბი მთავარი მოვლენა რომ იყოს, ჩემი კი თანამთავარი მოვლენა, ძალიან გავბრაზდები. არ ვიცი, რას აპირებენ და შეიძლება, ჩემი და მერაბის და ილიასა და მაქსის ბრძოლა ერთ ღონისძიებაზე იყოს. ვნახოთ, რა მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ უცხოურ პრესაში გავრცელდა ვარაუდი, რომლის მიხედვითაც, „ელ მატადორი“ მაქს ჰოლოუეისთან UFC 306-ზე იჩხუბებს, რომელსაც ლას-ვეგასში მდებარე „სფერო“ უმასპინძლებს, ღონისძიების თანამთავარი მოვლენა კი მერაბისა და ომალის ბრძოლა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს გამოძახება და ევრო 2024 | რა თქვა პორტუგალიის ნაკრების თავკაცმა
რონალდუს გამოძახება და ევრო 2024 | რა თქვა პორტუგალიის ნაკრების თავკაცმა