ენტონი ედვარდსი, კარლ-ენტონი თაუნსი, ლუკა დონჩიჩი, რუდი გობერი, კაირი ირვინგი
Aa
Aa

დონჩიჩისა და ირვინგის 63 ქულა | დალასმა მინესოტას სტუმრად მოუგო

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალში, „დალას მავერიქსი“ დაწინაურდა. ლუკა დონჩიჩის გუნდმა სერიის პირველი შეხვედრა სტუმრად, „მინესოტა ტიმბერვულვზის“ წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა - 108:105.

მატჩის გამარჯვებულის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთ-ნახევრით ადრე, „მინესოტა“ 4 ქულით იგებდა, მაგრამ დონჩიჩისგან და პი ჯეი ვაშინგტონისგან სამქულიანები მიიღო და „დალასი“ ორი ქულით დაწინაურდა. ლუკამ „მავსის“ უპირატესობა მალევე 4-ქულიანი გახადა და ტექსასელებმა საქმე ბოლომდე მიიყვანეს. საინტერესოა, რომ „ტიმბერვულვზმა“ 18 სამქულიანი ჩააგდო, „დალასმა“ კი მხოლოდ 6, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ხელი სწორედ „მავერიქსის“ მოთამაშეებს არ აუკანკალდათ.

„დალასის“ 108 ქულიდან 63 ლუკა დონჩიჩისა და კაირი ირვინგის ანგარიშზეა. დონჩიჩმა 33 ქულა, 6 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. ირვინგმა - 30 ქულა, 5 მოხსნა, 4 ასისტი. პი ჯეი ვაშინგტონი 13 ქულით გამოირჩა, ხოლო დანიელ გაფორდს 10 ქულა ჰქონდა. „მინესოტას“ ჯეიდენ მაკდენიელსმა ულიდერა - 24 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი. ენტონი ედვარდსმა 19 ქულა, 11 მოხსნა და 8 პასი მიითვალა, კარლ-ენტონი თაუნსის ანგარიშზე 16 ქულა იყო.

ცნობისთვის, ამ გუნდების მეორე შეხვედრა ისევ „მინესოტაში“ გაიმართება და 25 მაისს, თბილისის დროით, 04:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევანდოვსკის გამო - ბარსამ ბაიერნს დამატებითი 1.25 მილიონი უნდა გადაუხადოს
ლევანდოვსკის გამო - ბარსამ ბაიერნს დამატებითი 1.25 მილიონი უნდა გადაუხადოს