გიგა ჭიკაძე, არნოლდ ალენი, რობერტ უიტეკერი
Aa
Aa

„ყველაზე მეტად ამ ჩხუბს ველოდები“ | უიტეკერმა ჭიკაძე VS ალენი გამოარჩია

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, რობერტ უიტეკერმა UFC 304-ზე ისაუბრა, რომელსაც მანჩესტერი უმასპინძლებს. უიტეკერმა დაასახელა ჩხუბი, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდება და გიგა ჭიკაძისა და არნოლდ ალენის ბრძოლა გამოარჩია.

„სიმართლე გითხრათ, ბრძოლა, რომლის გამოც, ყველაზე მეტად ვარ აღფრთოვანებული, გიგა ჭიკაძისა და არნოლდ ალენის დაპირისპირებაა. ვფიქრობ, ძალიან ამაღელვებელი ჩხუბი იქნება და ოქტაგონზე აფეთქებებს ვიხილავთ. გიგა და ალენი სანახაობრივ ბრძოლას შემოგვთავაზებენ და მაინტერესებს, არნოლდი ჭიკაძის წინააღმდეგ როგორ იჩხუბებს“.

შეგახსენებთ, რომ ალენი ინგლისელი მებრძოლია და „ნინძას“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება. 30 წლის ალენს კარიერაში 22 ჩხუბი აქვს გამართული და 19-ჯერ იმარჯვა, თუმცა, ბოლო ორ შეხვედრაში დამარცხდა და მაქს ჰოლოუეისთან და მოვსარ ევლოევთან წააგო.

გეტყვით იმასაც, რომ გიგა ჭიკაძემ ბოლო ბრძოლა 2023 წლის აგვისტოში გამართა და ალექს კასერესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. „ნინძა“ UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-9 პოზიციას იკავებს, ალენი კი მე-6 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ჭკუასუსტია, ჩემპიონად არ ვთვლი“ | კონორმა ილიაზე ბევრი ცუდი რაღაც თქვა
„ჭკუასუსტია, ჩემპიონად არ ვთვლი“ | კონორმა ილიაზე ბევრი ცუდი რაღაც თქვა