ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

სპორტული თვალსაზრისით აღარაფერს წარმოადგენს - თოფურიას მორიგი გამოწვევა კონორს

UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებისა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამრის მოპოვების შემდეგ, მალევე გამოთქვა კონორ მაკგრეგორთან ბრძოლის ჩანიშვნის სურვილი. ილიამ დენა უაიტს მათი ბრძოლის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართვის იდეაც მიაწოდა, სადაც ტრიბუნები ბოლომდე შეივსებოდა და შეხვედრას თვალყურს 80 ათასი ადამიანი მიადევნებდა. მას შემდეგ ქართველი ირლანდიელს მუდამ გამოწვევას უგზავნის და ამჯერადაც ასეთ შემთხვევასთან გვქონდა საქმე.

რა თქვა თოფურიამ

რა თქმა უნდა ჩემი და მაკგრეგორის ჩხუბი მომგებიანი იქნება და ნამდვილ შოუდ გადაიქცევა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ჩემთან შედარებით, სპორტული თვალსაზრისით ის აღარაფერს წარმოადგენს და მისი დამარცხება მარტივი საქმეა. განსაკუთრებული მებრძოლია, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, თუმცა ვფიქრობ, სერიოზული უპირატესობა მექნება. ამაზე ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ საუბარი შემიძლია, რადგან ძალიან დიდი ალბათობით ჩემი მომავალი მეტოქე მაქს ჰოლოუეია. რა არის საჭირო იმისათვის, რომ თოფურია - მაკგრეგორის ბრძოლა შედგეს? მან მაიკლ ჩენდლერი უნდა დაამარცხოს.

თოფურიას განცხადებისთვის მაკგრეგორს არაფერი უთქვამს და მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კონორი აქტიურად ვარჯიშობს, რის გამოც სხვადასხვა პროვოკაციებისთვის საკადრისი პასუხის გასაცემად ჯერ არ სცალია. ქართველი მებრძოლის მომდევნო შეხვედრა ჯერჯერობით ოფიციალურად ჩანიშნული არ არის, მაკგრეგორი კი უკვე ცნობილია, რომ ოქტაგონს 29 ივნისს დაუბრუნდება და მისი მოწინააღმდეგე მაიკლ ჩენდლერი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონორს რაღაც განსაკუთრებული აქვს“ | თოფურია მაკგრეგორი vs ჩენდლერზე
„კონორს რაღაც განსაკუთრებული აქვს“ | თოფურია მაკგრეგორი vs ჩენდლერზე