ლევერკუზენის ბაიერი, ფლორიან ვირტცი
Aa
Aa

ოფიციალურად - ვირტცი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

2023/2024 წლების სეზონის ბუნდესლიგა გამორჩეული იყო. ლევერკუზენის ბაიერმა ფურორი მოახდინა და ჩემპიონატი წაუგებლად მოიგო. 28 გამარჯვება და 6 ფრე. ასეთია ალონსოს გუნდის შედეგი.

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა გამოკითხვა იმის შესახებ, თუ ვინ იყო 2023/2024 წლების სეზონის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშე.

გამოკითხვაში მონაწილეობა გულშემატკივრებმა მიიღეს და წლის საუკეთესოდ ფლორიან ვირტცი აირჩიეს. რა თქმა უნდა, ეს გასაკვირი არ არის, რადგან ვირტცი ალონსოს გუნდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. 21 წლის ნახევარმცველი სეზონის განმავლობაში თვის საუკეთესო ფეხბურთელი სამჯერ გახდა.

ფლორიანმა 32 ჩატარებულ შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ვირტცი ევრო 2024-ზე გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს.

ცნობისთვის, თუ ესპანურ მედიას დავუჯერებთ ფლორიანის გადაბირებით ისეთი დიდებული კლუბია დაინტერესებული, როგორიც მადრიდის რეალია. კარლო ანჩელოტის ის ტონი კროოსის შემცვლელად სურს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები