გოგა ბითაძე, ბადი ჰილდი, ჩიკაგო ბულზი, მო ვაგნერი
Aa
Aa

ჩიკაგოს ბითაძის დამატება სურს

NBA-ს წლევანდელი სეზონი „ჩიკაგოსთვის“ კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუება იყო. „ბულზი“ „მაიამი ჰიტისთან“ მარცხის შემდეგ ტურნირს გამოეთიშა და უკვე მომავალი სეზონისთვის სამზადისს შეუდგა. კლუბის ხელმძღვანელები ფიქრობენ გაძლიერებას ძირითადად იმ მოთამაშეებით, რომლებიც ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებენ. ტეხასელების ინტერესის სფეროში სამი კალათბურთელი მოექცა და მათ შორის არის გოგა ბითაძე, რომელმაც „ინდიანას“ მსგავსად, დამსახურებული სათამაშო დრო ვერც „ორლანდოში“ მიიღო და ბუნებრივია სათანადო წინადადების შემთხვევაში, „მეჯიქს“ აუცილებლად დატოვებს.

რა წერია ბითაძეზე

ამ ეტაპისთვის „ბულზს“ ნიკოლა ვუჩევიჩისა და ანდრე დრამონდის სახით ორი დიდი მოთამაშე ჰყავს, თუმცა ეს უკანასკნელი თავისუფალი აგენტი ხდება და მისი წასვლის შემთხვევაში წარმოქმნილ სიცარიელეს „ორლანდოს“ ქართველი ლეგიონერი უპრობლემოდ შეავსებს. ბითაძე, შექმნილი პრობლემების მიუხედავად, დანებებას არ აპირებს და სურს ვარსკვლავური სტატუსის ცენტრი გახდეს, „ჩიკაგო ბულსი“ კი მისთვის შესაძლოა საამისოდ იდეალური პლაცდარმი იყოს. გარდა გოგასი, ტეხასელები მისი თანაგუნდელით, მო ვაგნერითა და „ფილადელფიას“ კალათბურთელით ბადი ჰილდით ინტერესდებიან.

გასულ სეზონში გოგა ბითაძემ „ორლანდოში“ 62 მატჩი გამართა. ქართველი ცენტრი პარკეტზე საშუალოდ 15,4 წუთს ატარებდა და 5 ქულასთან ერთად, 4,6 მოხსნასა და 1,3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. „მეჯიქი“ კი წლევანდელ NBA-ს გათამაშებას პლეი ოფის ეტაპზე „კლივლენდთან“ მარცხის შემდეგ დაემშვიდობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„NBA-ის დატოვებას ვფიქრობდი, მაგრამ ბიჭებმა გადამარწმუნეს“ - ბითაძემ სეზონი შეაჯამა
„NBA-ის დატოვებას ვფიქრობდი, მაგრამ ბიჭებმა გადამარწმუნეს“ - ბითაძემ სეზონი შეაჯამა