რომა, ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

ჟოზე: “ვნანობ, რომაში დარჩენა შეცდომა იყო“

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში ჟოზე მოურინიო რომადან გაუშვეს. როგორც აღმოჩნდა, „ჯალოროსის“ გამო „განსაკუთრებულს“ პორტუგალიის ნაკრებისთვის უთქვამს უარი და მის ნაცვლად რობერტო მარტინესი დანიშნეს.

პორტუგალიელი სპეციალისტი ახლა ამ გადაწყვეტილებას ნანობს და ჟურნალისტებთან საუბრისას ეს ღიად განაცხადა.

რა თქვა მოურინიომ?

„რომასთან ერთად 2 ფინალში გასვლა ყველაზე რთული მისაღწევი რამ იყო. ასევე რთული იყო მანჩესტერთან ერთად ევროპის ლიგის მოგება. როდესაც ამ გუნდებში მივედი ისინი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ. ზოგიერთი მწვრთნელი შესაძლოა უფრო ჭკვიანი და ინტელექტუალურია და ამიტომ ირჩევს სწორ სამუშაოს იდეალური პირობებით. მუშაობის დროს მე აუცილებლად უნდა ვიგრძნო, რომ ვიღაცას ვეხმარები.

მიყვარს გამოწვევები, თუნდაც ზოგჯერ ის უსამართლო იყოს, რადგან არ შეიძლება ელოდებოდე ტიტულებს, როცა გუნდი ყველაზე ძლიერი არ არის. პორტუგალიის ნაკრების გაწვრთნის შანსი ორჯერ მქონდა, მაგრამ ისინი ორივეჯერ შეუფერებელ დროს მოვიდნენ. ბოლოს მაშინ მოვიდნენ, როცა „რომას“ წვრთნიდი და რომში დარჩენა ვარჩიე. ახლა კი ამ გადაწყვეტილებას ვნანობ, შეცდომა დავუშვი.

ახლა პორტუგალიას შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს. ერთ-ერთ საუკეთესო მსოფლიოში, მაგრამ რომას გულშემატკივრებთან დიდ კავშირს ვგრძნობდი, ამიტომ არ მინდოდა ამ გადაწყვეტილების მიღება. თუ მესამედ შემომთავაზებენ ეროვნული ნაკრების გაწვრთნას აუცილებლად დავთანხმდები.“

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიომ რომას ისტორიაში პირველი ევროპული ტიტული ევროპის კონფერენს ლიგა მოაგებინა. შემდეგ სეზონში „ჯალოროსი“ ევროპის ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც სევილიასთან დამარცხდა. მიმდინარე სეზონში კი არასახარბიელო შედეგების გამო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ახლა უგუნდოდ არის.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნისტელროი: “ბელინგემს ვერ მოვთხვოთ ბომბარდირი იყოს, მაგრამ არის“
ნისტელროი: “ბელინგემს ვერ მოვთხვოთ ბომბარდირი იყოს, მაგრამ არის“