დორტმუნდი, პარი სენ ჟერმენი, ლუის ენრიკე
Aa
Aa

“იმედი მაქვს ეს ტრადიცია არ დაირღვევა“ - ენრიკე დორტმუნდთან მატჩის წინ

 ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „დორტმუნდი“ „პარი სენ ჟერმენს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, სტუმართა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ენრიკემ?

„რა თქმა უნდა, ასეთ მატჩს ზეწოლა ახლავს, მაგრამ კარგად ვიცით როგორ უნდა გავუმკლავდეთ. არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც ზეწოლასთან გამკლავება უჭირთ, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც მარტივად ეგუებიან. გამიხარდებოდა, თუ ყოველთვის ასეთ წნეხში ვიქნებოდით, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ხარ.

მერვედფინალში და მეოთხედფინალში სტუმრად ორივე მატჩი მოვიგეთ და იმედი მაქვს, ეს ტრადიცია არ დაირღვევა. ვართ, თუ არა ფავორიტები? ასეთი რაღაცების გამო ხშირად ვამბობ, რომ მედიამ ფეხბურთი არ იცის. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალით სიამოვნება უნდა მივიღოთ.“

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შეხვდნენ ერთმანეთს. საფრანგეთში გამართული მატჩი ლუის ენრიკეს გუნდმა 2:0 მოიგო, ხოლო გერმანიაში შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 1 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სნეიდერი: “ტენ ჰაგმა შეცდომა დაუშვა, როცა რონალდუს დაუპირისპირდა“
სნეიდერი: “ტენ ჰაგმა შეცდომა დაუშვა, როცა რონალდუს დაუპირისპირდა“