კრიშტიანუ რონალდუ, მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი, უესლი სნეიდერი
Aa
Aa

სნეიდერი: “ტენ ჰაგმა შეცდომა დაუშვა, როცა რონალდუს დაუპირისპირდა“

ახალი არავისთვის არის, რომ ერიკ ტენ ჰაგს „მანჩესტერ იუნაიტედს“ ცუდი პერიოდი უდგას და ერიკ ტენ ჰაგი ვერაფერს ცვლის. ნიდერლანდელ სპეციალისტს ღიად აკრიტიკებენ.

თავისი მოსაზრება დააფიქსირა უესლი სნეიდერმა, რომელმაც ერიკის მიმართ უპატივცემულობა რონალდუსთან დაპირისპირებას დააბრალა.

რა თქვა სნეიდერმა?

„როდესაც ტენ ჰაგმა კრიშტიანუ რონალდუსთან დაპირისპირება გადაწყვიტა, პატივისცემა გასახდელში სწორედ მაშინ დაკარგა. ერიკმა იცის, რომ გაათავისუფლებენ. მიუხედავად ამისა, ის ისეთ კომფორტულ სიტუაციაშია, რომ მის ადგილზე ზუსტად ისე ვიქნებოდი მის პოსტზე, როგორც ახლა თვითონ არის.“

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელმა სპეციალისტმა რონალდუ სკამზე დასვა და სათამაშო წუთებს არ აძლევდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის კონფლიქტი სწორედ აქედან დაიწყო. კრიშტიანუს კი მხარი არაერთმა თანაგუნდელმა დაუჭირა. საბოლოოდ პორტუგალიელმა „წითელი ეშმაკები“ დატოვა და კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელა.

მიმდინარე სეზონში, „იუნაიტედს“ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ვერც ევრო ტურნირებზე ითამაშა კარგად და პრემიერ ლიგაშიც ჩაფლავდა. ამ მომენტისთვის, „მანჩესტერს“ 54 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება და მეოთხე პოზიციაზე მყოფ „ასტონ ვილას“ 13 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი წარუმატებელი ტრანსფერი? - როკეს იჯარით გაშვებას უპირებენ
მორიგი წარუმატებელი ტრანსფერი? - როკეს იჯარით გაშვებას უპირებენ