მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი
Aa
Aa

რა ბედი ეწია ომალის ქურთუკს | საქმეში დენა უაითი ჩაერია

მერაბ დვალიშვილი Shoot Your Shot-ის პოდკასტის სტუმარი იყო და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. „მანქანამ“ შონ ომალის ქურთუკის ამბავიც გაგვიზიარა და განაცხადა, რომ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა უთხრა, „შუგასთვის“ ქურთუკი დაებრუნებინა.

„როცა ალჯამეინ სტერლინგმა საჩემპიონო ქამარი დაიცვა, მის გამო ძალიან ბედნიერი ვიყავი. ჩხუბის შემდეგ, ალჯო მომენტით სიამოვნებას იღებდა და ამ დროს, არსაიდან შონ ომალი გამოჩნდა. შუგა ოქტაგონზე შევიდა და სტერლინგის დაბულინგება სცადა. იქვე ვიდექი, თუმცა, რა თქმა უნდა, არ მინდოდა, რაღაც სისულელე გამეკეთებინა.

ვუყურებდი, რა ხდებოდა და უცებ დავინახე, რომ შონმა ქურთუკის გახდა დაიწყო. ეგრევე გამოვართვი და მისი ქურთუკი ჩემთან აღმოჩნდა. თავიდან ვერ მივხვდი, სად უნდა წამეღო, შემდეგ კი გადავწყვიტე მის ქმედებებზე პასუხი გამეცა და ქურთუკი ჩამეცვა. ვიფიქრე, რა სასაცილო იქნებოდა, ომალი წელს ზემოთ შიშველი რომ დარჩებოდა და შენობაში ასე ივლიდა. რა ბედი ეწია ომალის ქურთუკს? შენახული მქონდა, მაგრამ დენა უაითმა (UFC-ის პრეზიდენტი) მითხრა, რომ ის შუგასთვის დამებრუნებინა“.

შეგახსენებთ, რომ 7 მაისს, UFC 288-ზე ალჯამეინ სტერლინგმა ჰენრი სეხუდო მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი დაიცვა. მერაბმა ომალის ქურთუკი სწორედ ამ ჩხუბის შემდეგ მოიპარა და MMA-ის ბევრი ქომაგი გაახალისა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რას აპირებს მამარდაშვილი | გიორგი ვალენსიაში დარჩენას არ გამორიცხავს
რას აპირებს მამარდაშვილი | გიორგი ვალენსიაში დარჩენას არ გამორიცხავს