მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„ბრძოლა ძალიან მინდა, მაგრამ ერთი პრობლემაა...“ - ომალი მერაბთან ჩხუბზე

UFC-ის სუპემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილთან შესაძლო სატიტულო ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩხუბის ჩანიშვნა რაც შეიძლება მოკლე დროში სურს.

რას ამბობს „შუგა“:

მინდა, რომ მერაბთან ბრძოლა რაც შეიძლება მალე დაინიშნოს. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ რამდენიმე ღონისძიება შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ არის ჩანიშნული, მე კი აშშ-ის გარეთ არასდროს ვიბრძვი. UFC-ის ჰყავს ბიჭები, რომლებიც სხვა ქვეყნებში ბრძოლაზე უარს არ ამბობენ, მე კი ასეთი არ ვარ. ბრძოლისთვის მზად ვარ და მინდა ბრძოლა რაც შეიძლება მალე ჩაინიშნოს. ღმერთო, ძალიან მინდა მერაბს მუხლი დავარტყა, ბუმ, მოვკლა.

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლა დიდი ალბათობით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს, ზუსტი თარიღი კი მოგივანებით გახდება ცნობილი.

მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა 17 თებერვალს, UFC 298-ზე გამართა და ჰენრი სეხუდო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, შონ ომალიმ კი UFC 299-ზე საჩემპიონო ბრძოლაში მარლონ „ჩიტო“ ვერას ასევე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საინტერესოა, შეძლებს, თუ არა მაქსთან იგივეს გაკეთებას“ - ალჯო თოფურია-ჰოლოუეის ბრძოლაზე
„საინტერესოა, შეძლებს, თუ არა მაქსთან იგივეს გაკეთებას“ - ალჯო თოფურია-ჰოლოუეის ბრძოლაზე