ხვიჩა კვარაცხელია, სტანისლავ ლობოტკა
Aa
Aa

„გუნდს ლობოტკასა და კვარას გარშემო ააშენებენ“ | Napoli Magazine-ის დირექტორი

ნეაპოლური გამოცემის, Napoli Magazine-ის დირექტორმა, ანტონიო პეტრაცუოლომ „ნაპოლის“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პეტრაცუოლოს თქმით, კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი დიდ ცვლილებებს აპირებს და ახალი გუნდის შენება ხვიჩა კვარაცხელიასა და სტანისლავ ლობოტკას გარშემო დაიწყება.

„სეზონის დასრულებას უნდა დაველოდოთ და ემპოლისთან ნაჩვენები თამაშის შემდეგ, თითოეული ფეხბურთელის ასპარეზობაზე ანალიზის გაკეთება ძალიან ძნელია. წლეულს, ნაპოლი მიზანთან ახლოსაც არ ყოფილა. არასწორად აშენებული გუნდი, ცუდი დიზაინი და უკვე მომდევნო სეზონზე ვიფიქროთ.

ჩემი აზრით, ნულიდან კვარაცხელიასთან და ლობოტკასთან ერთად დავიწყებთ, რომლებმაც მიმდინარე სეზონში კარგად ითამაშეს, სხვებს რაც შეეხებათ, გამორიცხული არც ერთი მათგანის წასვლა არაა. თუ მნიშვნელოვანი წინადადებები მოვიდა, უარს არავის გაშვებაზე იტყვიან. რა თქმა უნდა, მთლიან შემადგენლობას ვერ გაყიდი, მაგრამ რამდენიმე ელემენტის გასხვისება პრობლემა არ იქნება, რათა მოტივირებული მოთამაშეების შეძენა შესაძლებელი გახდეს.

აშკარაა, რომ წლევანდელ ნაპოლის მოტივაცია აკლია. არ ჩანს სათამაშო ტაქტიკა და არ ჩანს გუნდის სული. ეს ორმაგად სამწუხაროა, რადგან ხდება მაშინ, როცა ჩემპიონთა ლიგაზე ოთხის ნაცვლად ხუთი გუნდი გადის. ნაპოლის ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი გუნდის დამარცხებაც არ შეუძლია და ცვლილებების დროა“.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 33-ე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ემპოლისთან 0:1 დამარცხდა. „პარტენოპეის“ 49 ქულა აქვს და მეხუთეადგილოსან „რომას“, რომელსაც ორით ნაკლები მატჩი აქვს გამართული, 6 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისი გუნდის დასჯას აპირებდა | რა მოთხოვნა წაუყენა ფეხბურთელებს
დე ლაურენტისი გუნდის დასჯას აპირებდა | რა მოთხოვნა წაუყენა ფეხბურთელებს