გიორგი ქვილითაია, აპოელი, ლაშა დვალი, არისი
Aa
Aa

ქვილითაიას გოლი და გაფუჭებული პენალტი - აპოელმა არისს მოუგო

კვიპროსის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფის მორიგ ტურში გიორგი ქვილითაიას და ლაშა დვალის „აპოელი“ საკუთარ მოედანზე „არისს“ შეხვდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

ქართველი ფეხბურთელები ნიქოზიელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ქვილითაია კი მთავარმა მწვრთნელმა 82-ე წუთზე შეცვალა.

მასპინძლებმა ანგარიში მე-8 წუთზე, ჩებაკეს გოლით გახსნეს, 31-ე წუთზე კი გიორგი ქვილითაიამ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა. ქართველმა შემტევმა გოლის ეპიზოდში ორი მცველი ოსტატურად ჩამოიცილა და „არისის“ მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

57-ე წუთზე ქვილითაიას დუბლის შესრულება შეეძლო. ქართველმა შემტევმა მეტოქის საჯარიმოში თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა, რომელიც თავადვე შეასრულა, თუმცა, გატანა ვერ შეძლო. 30 წლის შემტევმა მეკარის მოტყუება შეძლო, თუმცა, ბურთი ძელს მოარტყა.

30 წლის თავდამსხმელმა კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. ქვილითაიამ 14 აპრილს „პაფოსის“ კარი აიღო, დღეს კი „არისს“ შეუგდო. მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელისთვის ეს მე-9 გოლი იყო.

34 ტურის შემდეგ „აპოელი“ კვიპროსის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 72 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და ჩემპიონობის შანსი აქვს. ნიქოზიელები მეორეადგილოსან „აეკ ლარნაკას“ 1 ქულით უსწრებენ, გათამაშების დასრულებამდე კი 2 ტური არის დარჩენილი. მომდევნო შეხვედრაში „აპოელი“ სტუმრად „ომონიას“ დაუპირისპირდება. მატჩი 28 აპრილით არის დათარიღებული. 11 მაისს კი ქვილითაიას გუნდს დიდი ალბათობით ფინალის ტოლფასი მატჩი „აეკ ლარნაკასთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას 1 სუპერ მოგერიება - ვალენსია ბეტისთან დამარცხდა
მამარდას 1 სუპერ მოგერიება - ვალენსია ბეტისთან დამარცხდა