შოთა არველაძე, შაკ სვარტი
Aa
Aa

არველაძე აიაქსის გაწვრთნის კანდიდატია - კლუბის ლეგენდამ შოთაზე ისაუბრა

„აიაქსის’’ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა შაკ სვარტმა SBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შოთა არველაძე „აიაქსის’’ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის კანდიდატია.

შაკ სვარტი არველაძეზე: „აიაქსის’’ თამაშს კარგად იცნობს, ეს არაერთხელ მითქვამს, გამოცდილია, გუნდური ბიჭია. ასევე, ვფიქრობ რომ კარგი მწვრთნელია. ის ნამდვილადაა „აიაქსის’’ გაწვრთნის კანდიდატი, თუმცა დაველოდოთ და ვნახოთ რა მოხდება’’.

შაკ სვარტის გარდა ამ თემაზე რონალდ დე ბურმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ არველაძეს ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრებს.

ამჟამად, „აიაქსის’’ მთავარი მწვრთნელი ჯონ ვან ტ'სხიპია, რომელიც კლუბში დარჩება, თუმცა შემდეგ სეზონში მთავარ მწვრთნელად არ იმუშავებს. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ დაიკავებს მთავარი მწვრთნელის პოსტს.

მიმდინარე სეზონში არველაძე დეკემბრიდან მარტამდე თურქულ „ქარაგიუმრუქს'' წვრთნიდა, ამ ხანმოკლე პერიოდიდან აღსანიშნავია თურქეთის თასიდან „გალათასარაის'' გამოთიშვა. შოთას ხელმძღვანელობით გუნდმა თურქეთის ჩემპიონატსა და თასზე საერთო ჯამში 17 მატჩი ჩაატარა: 6 მოგება, 3 ფრე, 8 მარცხი.

შეგახსენებთ, შოთა არველაძე „აიაქსში'' 1997-2001 წლებში თამაშობდა, ნიდერლანდების ჩემპიონატი (1997-98) და თასი (1997-98, 1998-99) მოიგო. შოთამ ყველა ტურნირის გათვალისწინებით „აიაქსისთვის'' ჩატარებულ 125 მატჩში 72 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები