დავიდე ნიკოლა
Aa
Aa

„მხოლოდ კვარა და ოსიმენი არა, ბევრი ძლიერი მოთამაშე ჰყავთ“ | ემპოლის თავკაცი

„ემპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, დავიდე ნიკოლამ „ნაპოლისთან“ ჩანიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ „პარტენოპეის“ ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს და მეტოქე გუნდებს საფრთხეს მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი როდი უქმნიან.

„იტალიის მოქმედ ჩემპიონს ვხვდებით და კმაყოფილი ვართ იმით, რომ ასეთი დონის მოწინააღმდეგეს ვეთამაშებით. ამ მომენტში, ვიმყოფებით სიტუაციაში, როცა დაკარგული ქულების დაბრუნება გვმართებს და მეტოქედ ვინც არ უნდა გვყავდეს, მაქსიმუმს გავიღებთ. რთულია თქვა, რა განსხვავებაა გასული სეზონის ნაპოლისა და ამ ნაპოლის შორის, რადგან პარტენოპეი იდეალური მანქანა იყო, ფრანჩესკო კალცონასთან ერთად კი ნეაპოლელები იმ გუნდის მსგავს მოძრაობებს გვაჩვენებენ.

ნაპოლის მაღალი ხარისხის ფეხბურთელები ჰყავს. არა მხოლოდ კვარა და ოსიმენი, გუნდში ირიცხება პოლიტანოც და პირადად მე, სიმეონესა და რასპადორისაც დავამატებდი. მათ ბევრი ხარისხიანი და ძალიან ძლიერი ფეხბურთელი ჰყავთ, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ ითამაშებენ. ნაპოლის მატჩის სცენარის წარმართვა შეუძლია, პრესინგს კარგად თამაშობს, იცის, როდის და როგორ გარისკოს და როგორც ფლანგიდან, ისე სიღრმიდან შეტევებში ძლიერები არიან. თამაშის მიმდინარეობა უნდა წავიკითხოთ და მათ ინდივიდუალიზმს სათანადოდ გავუმკლავდეთ. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ დაცვითი ბლოკის დახმარებით, შეგვიძლია, კონკურენტუნარიანები ვიყოთ“.

ცნობისთვის, „ემპოლი“ სერია A-ში დასარჩენად იბრძვის და 32 ტურის შემდეგ, 28 ქულა აქვს. „ნაპოლის“ რაც შეეხება, „კვარას“ გუნდი 49 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს და მეოთხე ადგილზე მყოფ „ბოლონიას“ 10 ქულით ჩამორჩება. ამ გუნდების შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პარატიჩის კვარას გადაყვანა უნდოდა“ | რატომ არ წავიდა ხვიჩა იუვეში
„პარატიჩის კვარას გადაყვანა უნდოდა“ | რატომ არ წავიდა ხვიჩა იუვეში