ხვიჩა კვარაცხელია, ბადრი კვარაცხელია, ბადრი კვარაცხელია
Aa
Aa

„პარატიჩის კვარას გადაყვანა უნდოდა“ | რატომ არ წავიდა ხვიჩა იუვეში

ემანუელე გულანელი იტალიელი ჟურნალისტია, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას თავგადასავალს წიგნი მიუძღვნა - „კვარადონა: ქართული სასწაული“. მის წიგნში „კვარას“ მამის, ბადრი კვარაცხელიას სიტყვებიცაა მოყვანილი, რომელიც „ნაპოლიში“ გადასვლამდე, ხვიჩათი დაინტერესებულ კლუბებზე საუბრობს.

„იტალიური კლუბების პირველი ინტერესი მაშინ გაჩნდა, როცა ხვიჩა რუსეთში თამაშობდა. ბევრი კლუბი აკვირდებოდა და მათ შორის ინტერი, იუვენტუსი, სამპდორია, რომა და რა თქმა უნდა, ნაპოლი იყვნენ. მე, მისმა უფროსმა ძმამ და ჩვენმა აგენტმა, მამუკა ჯუღელმა ერთად გადავწყვიტეთ, რომ ნეაპოლური კლუბი საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა.

ნაპოლის სტილი და ტაქტიკა იდეალური იყო ჩვენი მაშინდელი რეალობისთვის, რადგან შანსი ექნებოდა, ეთამაშა და წარმატებისთვის მიეღწია. იუვენტუსში რომ გადასულიყო, ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის ნაკლები შანსი იქნებოდა, რადგან ბიანკონერიში ანხელ დი მარია იყო მისული. ტურინულ კლუბზე ვიფიქრეთ და ფაბიო პარატიჩის კვარას გადაყვანა უნდოდა, მაგრამ დიეგო მარადონა ჩემი საფეხბურთო კერპია და ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ეს იყო“.

ცნობისთვის, პარატიჩი „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი 2010-დან 2021 წლამდე იყო. 2021 წელს, იგი „ტოტენჰემში“ დაინიშნა, მაგრამ ფიფა-მ 2.5 წლიანი დისკვალიფიკაცია შეუფარდა და ლონდონურმა კლუბმა მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დარწმუნებული თუ არ ხარ, თავი უნდა შეიკავო“ - განხეთქილება ბარსაში
„დარწმუნებული თუ არ ხარ, თავი უნდა შეიკავო“ - განხეთქილება ბარსაში