სანდრო მამუკელაშვილი, გრეგ პოპოვიჩი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

„ბორის დიაოს მსგავსად“ | უნდა დაიტოვოს თუ არა სან ანტონიომ მამუკელაშვილი

სატელევიზიო არხმა, KENS 5-მა, რომელიც სან ანტონიოშია დაარსებული, „სპურსის“ ქართველ კალათბურთელზე, სანდრო მამუკელაშვილზე დაწერა. ავტორმა „მამუს“ მომავალზე ისაუბრა და „სან ანტონიოს“ მისი შენარჩუნება ურჩია.

„მამუკელაშვილი ზაფხულში შეზღუდული თავისუფალი აგენტი გახდება, რაც ნიშნავს, რომ სხვა კლუბებისგან შეთავაზების მიღება შეეძლება, მაგრამ სან ანტონიოს მისთვის იმავე წინადადების გაკეთებისა და მისი შენარჩუნების უფლება ექნება. მამუკელაშვილის დარჩენის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი შესაძლოა, ის ქიმია იყოს, რომელიც მას ვიქტორ ვემბანიამასთან აქვს. როცა მამუკელაშვილი და ვემბანიამა პარკეტზე ერთად არიან, ყოველ 100 შეტევაში მეტოქეზე 10 ქულით მეტს აგდებენ.

სან ანტონიოს ჩემპიონობისთვის მებრძოლი შემადგენლობის შეკვრა სურს, რაც გუნდის ვიქტორ ვემბანიამას გარშემო აშენების სინონიმია. მამუკელაშვილი, ვემბისთან ერთად, ძირითადის წევრად არ მოიაზრება, მაგრამ როგორც მიმდინარე სეზონში აჩვენა, სათადარიგოთა სკამიდან გუნდისთვის პოზიტივის მოტანა ნამდვილად შეუძლია.

მაგალითისთვის, ბორის დიაო შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომელიც ტიმ დანკანის შემცვლელი იყო. დიაო სან ანტონიოში 5 წელი თამაშობდა და საშუალოდ 10 ქულაზე მეტს ვერც ერთ სეზონში აგროვებდა, მაგრამ მისმა ენერგიამ და მოხერხებულობამ სან ანტონიოს ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. მამუკელაშვილს შეუძლია, იგივე გააკეთოს. თუ სპურსმა მამუ დაიტოვა, ქომაგები ბედნიერი იქნებიან და ალბათ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მისი დარჩენა ვემბანიამასაც გაახარებს“, - წერს KENS 5-ი.

ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ ლეგენდარულმა თავკაცმა, გრეგ პოპოვიჩმა მამუკელაშვილის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სანდრომ თავისი თამაშით დაიმსახურა, რომ „სპურსმა“ მის დატოვებაზე სერიოზულად იფიქროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პარატიჩის კვარას გადაყვანა უნდოდა“ | რატომ არ წავიდა ხვიჩა იუვეში
„პარატიჩის კვარას გადაყვანა უნდოდა“ | რატომ არ წავიდა ხვიჩა იუვეში