ჩაბი ალონსო
Aa
Aa

ლევერკუზენმა იუვენტუსის რეკორდი დაამხო

ჩაბი ალონსოს „ლევერკუზენი“ ისტორიის წერას და რეკორდების დამყარებას განაგრძობს.

„ფარმაცევტებმა“ გასულ უქმეებზე ბუნდესლიგა 119-წლიან ისტორიაში პირველად მოიგეს და ეს დაუმარცხებლად გააკეთეს, რაც გერმანიაში რეკორდია. ამჯერად ჩაბი ალონსოს გუნდმა გაცილებით მასშტაბური რეკორდი დაამყარა.

„ლევერკუზენმა“ ხუთშაბათს ევროპა ლიგის ნახევარფინალში გასვლა გაიფორმა. ალონსოს გუნდმა „ვესტ ჰემს“ შინ 2:0 მოუგო, სტუმრად კი 0:1-ს აგებდა, მაგრამ გათანაბრება შეძლეს და კვლავ არ დამარცხდნენ.

ამ ფრის შემდეგ, „ლევერკუზენმა“ 2011-2012 წლებში „იუვენტუსის“ მიერ დაფიქსირებული რეკორდი დაამხო. იმ დროს ტურინელებმა 43-მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხვეს, გერმანული კლუბის ანგარიშზე კი უკვე 44-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიაა.

ჩაბი ალონსოს „ლევერკუზენს“ ბუნდესლიგის მოგების შემდეგ, კიდევ 2 თასის მოგების შესაძლებლობა აქვს - ევროპა ლიგა და გერმანიის თასი, სადაც ფინალში „კაიზერსლაუტერნს“ შეხვდებიან.

აქვე გეტყვით, რომ ევროპა ლიგის ნახევარფინალში „ლევერკუზენის“ მეტოქე „რომა“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საამაყოა იყო ისეთი დიდი გუნდის კაპიტანი, როგორიც ვალენსიაა“ - მამარდაშვილი
„საამაყოა იყო ისეთი დიდი გუნდის კაპიტანი, როგორიც ვალენსიაა“ - მამარდაშვილი