თორნიკე შენგელია
Aa
Aa

მნიშვნელოვანი მატჩი ყოფილ გუნდთან | შენგელია რთულ თამაშს ელოდება

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ ევროლიგის პლეიოფის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს. პლეი-ინის პირველ შეხვედრაში, იტალიელებმა „ანადოლუ ეფესს“ აჯობეს, ხვალ კი „ბასკონიას“ დაუპირისპირდებიან და გაირკვევა პლეიოფში რომელი გუნდი ითამაშებს.

ევროლიგის რეგულარულ სეზონში, „ბასკონიას“ მოგება-წაგების უკეთესი ბალანსი ჰქონდა, რის წყალობითაც, მასპინძლის რანგში იქნება. შენგელია ყოფილი გუნდის წინააღმდეგ იასპარეზებს და ვარაუდობს, რომ „ვირტუს ბოლონიას“ უმძიმესი შეხვედრა ელოდება.

„ყველამ ვიცით, ხვალინდელი მატჩი ჩვენთვის რამდენს ნიშნავს. პლეიოფში თამაში თუ გვინდა, უნდა გავიმარჯვოთ, თუმცა ბასკონიაც იგივე დამოკიდებულებით იასპარეზებს. რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ მგონია, რომ მზად ვართ და ეს ეფესთან მატჩიც დავამტკიცეთ. წარსულს მნიშვნელობა არ ექნება თუ ხვალ ჩვენს იდენტობას დავკარგავთ. სწორედ ამიტომ, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და გავიმარჯვოთ“, - განაცხადა შენგელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების კაპიტანი „ბასკონიას“ ღირსებას 2014-20 წლებში იცავდა და 2020 წელს, ესპანეთის ჩემპიონიც გახდა. ყოფილი გუნდის დამარცხების შემთხვევაში, შენგელია და კომპანია პლეიოფში „რეალს“ დაუპირისპირდებიან, რომელმაც რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურიამ ომალისთან შეხვედრა გაიხსენა | „მერაბი მაგრად სცემს“
თოფურიამ ომალისთან შეხვედრა გაიხსენა | „მერაბი მაგრად სცემს“