კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპე: ჩემი გადაწყვეტილება უცვლელია, ბარსასთან მოგება არაფერს ცვლის

კილიან მბაპე არ აპირებს, რომ თავის მომავალთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას გადახედოს.

პსჟ-ს ფორვარდს „ბარსელონასთან“ 4-1-ის შემდეგ ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა მისი გადაწყვეტილება შეცვლილიყო.

მბაპემ ასევე განაცხადა, რომ პარიზელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს.

„არა არა, გამორიცხულია, რომ ჩემი გადაწყვეტილება შევცვალო. ჩემი მომავლის შესახებ ყველაფერს სეზონის ბოლოს შეიტყობთ.

ჩემი ოცნებაა პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო. პირველი დღიდან ვამაყობ, რომ პსჟ-ში ვარ. ჩემს სიამაყეზე კი ცუდი და კარგი დღეები არ მოქმედებს. ვამაყობ, რომ ამ კლუბში ვთამაშობ, ჩემი ქვეყნის დედაქალაქის გუნდს წარმოვადგენ. ვინც აქ გაიზარდა მათთვის ეს რაღაც განსაკუთრებულია.

ჩვენ სანუკვარი მიზნისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული, სანამ უემბლიზე ფინალში გავალთ, ამიტომ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ“,

- განაცხადა კილიანმა.

შეგახსენებთ, რომ მბაპეს „რეალში“ გადასვლა უკვე გადაწყვეტილი ამბავია. უბრალოდ, ფეხბურთელი პსჟ-ს პატივს სცემს და თავის გადაწყვეტილებას სეზონის ბოლომდე არ გამოაცხადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაძევების დეტალები - ჩავიმ მთავარ და მეოთხე არბიტრს აგინა
გაძევების დეტალები - ჩავიმ მთავარ და მეოთხე არბიტრს აგინა