გიორგი მამარდაშვილი, რუბენ ბარახა, ოსასუნა, ანტე ბუდიმირი
Aa
Aa

„ბუდიმირი კარგად შევისწავლეთ, გიორგიმ კი ბოლომდე გაუძლო“ - ბარახა პენალტის ეპიზოდზე

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ „ოსასუნასთან“ 1:0 გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ბუდიმირის პენალტიზე ისაუბრა, რომელიც გიორგი მამარდაშვილის კარში შეხვედრის მიწურულს დაინიშნა.

რა თქვა ბარახამ:

ბუდიმირის დარტყმის სტილს 1 კვირის განმავლობაში ვსწავლობდით. ვიცოდით, რომ ის ბევრ პენალტის იტანდა, დარტყმამდე კი ყოველთვის აკვირდებოდა, თუ საით მიდიოდა მეკარე. მამარდაშვილმა სიმშვიდე შეინარჩუნა, ბოლომდე გაუძლო და საბედნიეროდ გაგვიმართლა. ბუდიმირი ბრწყინვალე შემსრულებელია, ბოლო წამამდე ძლებს, ეს კარგად შევისწავლეთ და გიორგიც ეპიზოდში ბოლომდე დარჩა. როგორც ჩანს, ბუდიმირის დონის ფეხბურთელებიც უშვებენ შეცდომას, საბედნიეროდ, იღბალი ჩვენს მხარეს აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ მატჩის მიწურულს, როდესაც „ვალენსია“ 1:0 იგებდა, გიორგი მამარდაშვილმა ანტე ბუდიმირის პენალტი მოიგერია და თავის გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ აბსოლუტურად ყველა მატჩში შეუცვლელად ითამაშა, კარი მშრალად 12 მატჩში შეინახა და 32 ბურთი გაუშვა. 

31 ტურის შემდეგ „ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 47 ქულით მე-7 პოზიციაზე აღზევდა და მე-6 ადგილოსან „რეალ სოსიედადთან“ ჩამორჩენა 3-ქულამდე შეამცირა.  მომდევნო ტურში რუბენ ბარახას გუნდი საკუთარ მოედანზე „ბეტისს“ დაუპირისპირდება. მატჩი 20 აპრილს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა შენ წინ ასეთი მეკარე დგას, კარი პატარავდება“ | ოსასუნას თავკაცი პენალტზე
„როცა შენ წინ ასეთი მეკარე დგას, კარი პატარავდება“ | ოსასუნას თავკაცი პენალტზე